2023-2024 წლის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, ახალი სეზონის ჯგუფები გახდა ცნობილი, დინამო თბილისი B ჯგუფში მოხვდა, სადაც კლუბის მეტოქეები პრო რეკო, ოლიმპიაკოსი და კვალიფიკაციის რაუნდის D ჯგუფის გამარჯვებული იქნებიან.

დინამო თბილისი პირველ მატჩს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულ იტალიურ კლუბთან პრო რეკოსთან 26 სექტემბერს გამართავს, თამაში იტალიაში, ქალაქ რეკოში ჩატარდება.

იხილეთ ახალი სეზონის მატჩების განრიგი:

  1. 26 სექტემბერი – პრო რეკო vs დინამო თბილისი
  2. 6 ოქტომბერი – დინამო თბილისი vs ოლიმპიაკოს პირეოსი
  3. 17 ოქტომბერი – დინამო თბილისი vs Qualifier D
  4. 1 ნოემბერი – დინამო თბილისი vs პრო რეკო
  5. 22 ნოემბერი – დინამო თბილისი vs ოლიმპიაკოს პირეოსი
  6. 6 დეკემბერი – Qualifier D vs დინამო თბილისი