0%

დინამო 1938 დინამო თბილისის ისტორიის დაწერა 1938 წელს დაიწყო. ლეგენდარული მოთამაშე მწვრთნელის, ლუკა იოაკიმიდის თაოსნობით.
ლუკა იოაკიმიდი
პირველი გუნდი პირველი გუნდი წყალში ჩავიდა და დინამო დიდი ტრადიციების მქონე კლუბად ჩამოყალიბდა, თავად იოაკიმიდი მეკარის პოზიციაზე თამაშობდა და დინამოს გუნდს მოცურავეების გადმობირებით ავსებდა, მათ შორის იყვნენ პირველი თაობის საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბის ვარკსვლავები ნოდარ გვახარია და პეტრე მშვენიერაძე.
1948 წლის ფოტო
მეორე მსოფლიო ომი მეორე მსოფლიო ომის მიმნდინარეობას შეწყვეტილი იყო სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი, მათ შორის წყალბურთის ტურნირები. ლუკა იოაკიმიდი ფრონტის ხაზზე წავიდა და სამხედროებს ცურვაშიც ამზადებდა.
განახლებული ჩემპიონატი დინამოს წყალბურთელები 1945 წლის განახლებული ჩემპიონატში
განახლებული ჩემპიონატი
აღზევების წლები ომის დასრულების შემდეგ დინამო თბილისი არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გახდა, რითაც ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სტატუსი მოიპოვა.
სსრკ-ს ჩემპიონატი დინამო გახდა Სსრკ-ს 3 გზის ვერცხლის და 4 გზის ბრინჯაოს მფლობელი.
1958 - ბრინჯაო
1960 - ვერცხლი
1962 - ვერცხლი
1964 - ბრინჯაო
1966 - ბრინჯაო
სპარტაკიადის გამაჯვებულები ამასთან ერთად დინამომ 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო საქართველოს ნაკრების სახელითაც მოიპოვა რომელიც სსსრკ-ს ჩემპიონატის ფორმატის ცვლილების გამო ყველა საკავშირო რესპუბლიკა კლუბის ნაცვლად გარკვეული პერიოდი ნაკრები წარაგდგენდა, ჩვენ შემთხვევაში ეს თბილისის დინამო იყო.
1956 - ვერცხლი
1959 - ბრინჯაო
1963 - ვერცხლი
1967 - ბრინჯაო
უძლიერესი გუნდი დინამოს ოქროს პერიოდი 50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანებს უკავშირდება. Სწორედ 1960-67 წლებში ეკავა მწვრთნელის პოზიცია ნოდარ გვახარიას, ამ დროს დინამოელები სსრკ-ს ნაკრებშიც ბრწიყნავდნენ და მსოფლიო აღიარებას იღებდნენ.
ნოდარ გვახარია
ირაკლი ჩხიკვაძე
ჯუმბერ წიკლაური
ჯიმი თორთლაძე
ბორის მარგიევი
უცნობი
იაშვილი
სოსო ნიჟარაძე
ზურაბ ლომიძე
ბორის მეგედი
გივი ჩიქვანაია
ვასილ სანაძე
მალხაზ კაპანაძე
ლერი გოგოლაძე
70-80-იანი წლები 70-80 იან წლებში დინამო გარდამავალი წარმატებით ასპარეზობდა, დინამოში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მოთამაშეები როგორებიც იყვნენ, მიხეილ გიორგაძე, ვლადიმერ ისელიძე, ალექსანდრე ბითაძე. თუმცა ნოდარ გვახარიას წასვლასთან ერთად შემადგენლობაც არასტაბილური იყო და მოთამაშეების გადინების ფონზე სერიოზულ წარმატებები 80-იანებამდე არ ჩანდა. 1985 წელს კი მაისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც დინამო წარმოადგენდა სსრკ-ს ნაკრების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და უკან უნგრეთი, იუგოსლავი და სხვა მსოფლიო ნაკრებები ჩამოიტოვა.
1979 წელს სპარტაკიადაზე საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე დინამომ ვერცხლი მოიპოვა
დინამოელები სპორტულ შეკრებაზე
დინამოელები 1981 წელს
1983-84 წლებში დინამოს გუნდების ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ. სოხუმი 1984

საბჭოთა კავშირის დანგრევა

25 წლის შემდეგ 1992 წელს კი სსრკ-ს დაშლასთან ერთად დინამომ არსებობა დროებით შეწყვიტა, თუმცა 25 წელიწადში დიდი ამბიციებითა და კიდევ უფრო ძლიერი გუნდით დაბრუნდა, დინამო მისმა ტრადიციებმა აღადგინა, მოქმედმა წყალბურთელებმა რომელთა მამებიც დინამო თბილისის შემადგენლობაში 80-იან წლებში გამოდიოდნენ. 2017 წელს თბილისის დინამო ხელახლა დააფუძნეს და ლუკა იოაკიმიდის დიდი ტრადიციების აღადგინეს.
25 წლის შემდეგ
საქართველოს ჩემპიონები იმავე წელს თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად დაიწყო ბრძოლა. Შემდეგ ზედიზედ იყო 2 ვერცხლი 2018 და 2019 წლებში. 2020-ში კლუბმა კვლავ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2023 წლის მონაცემებით, დინამო თბილისი 5 გზის საქართველოს ჩემპიონია.
19059541_313473112443647_4225173113693470801_n
19095331_1915142252061919_8338315903524637293_o
დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე Ჩემპიონტა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დინამომ 2019 წელს "ველური წესით" მოიპოვა და ევროპის ტოპ-16 გუნდში მოხვდა, რომელშიც დღემდე მონაწილეობს და გუნდმა პირველი რამდენიმე გამარჯვევებაც აღნიშნა. 2023 წლამდე კლუბს 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული. დღეს, ჩვენი კლუბი ნაკრების მთავარი მომმარაგებელი და ქართული წყალბურთი ღირსეული ფლაგმანია.
მომავლის გეგმები.. დინამო თბილისი აგრძელებს ასპარეზობას და თავისი ერთგული ქომაგისთვის მოლოდინების გამართლებას.