მეოთხე სეზონია დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობს და 2022-23 წლის სეზონზე გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს.

უკვე ცნობილია მეტოქე გუნდებიც, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოვიჩი 2022-23 წლის სეზონს აფასებს:

“წინა წელთან შედარებით, წელს სხვა სიტუაცია გვაქვს, გუნდს 5 მოთამაშე მოაკლდა, თუმცა შემოგვემატა 4 ახალი ძალა. ეს დიდი ცვლილებაა, რაც არ არის მარტივი. დრო გვჭრდება რომ ერთიანობა და გუნდურობა აღვიდგინოთ. გასულ წელთან შედარებით წელს ჯგუფებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბარსელონეტა, ოლიმპიაკოსი, პრორეკო, რადნიჩკი, ბრეშა ესენი საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან.

ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება ვიასპარეზოთ ამ გუნდებთან ერთად. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, ყველა თამაშს ვითამაშებთ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონზე ჩვენი მიზანი სწორედ პროგრესია, ასევე ყველა მოთამაშის გაძლიერება, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური კუთხით” – დეიან სტანოევიჩი