წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება. გუნდი პირველ შეხვედრას 15 ნოემბერს საცურაო კომპლექს “ოლიმპიკზე” გამართავს, სადაც “დინამო თბილისი” “ბარსელონეტას” დაუპირისპირდება.

არ გამოტოვოთ მატჩი, უგულშემატკივერეთ დინამოს. თამაშზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ TKT.ge-ზე.