ჩვენი მთავარი მწვრთნელი, დეიან სტანოევიჩი გასულ, 2023 წელს აჯამებს და დინამო თბილისის მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს 

როგორც მწვრთნელი, ვიტყოდი რომ რთული წელი იყო.  ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით უძლიერეს გუნდებს, დიდი ანგარიშით დავმარცხდით იადრან სპლიტთან, თუმცა ზედიზედ ორი მატჩი მოვიგეთ ჰანოვერთან და რადნიჩკისთან. ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი, რაც გასულ სეზონზე შევძელით. ჰანოვერთან გამარჯვება მნიშნველოვანი ეტაპი იყო გუნდისთვის, მატჩი შემოვატრიალეთ და ღირსეულად მოვიგეთ. მეორე მოგება რადნიჩკისთან, ეს იყო ჩვენთვის სტიმული. რადნიჩკის გუნდში სერბეთის ეროვნული ნაკრების წევრები არიან და ჩვენი კლუბისთვის მათთან თამაში კარგი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა. ამ წელს ყველა მოთამაშის ინდივიდუალურად შეფასება შეგვიძლია, ყველა მათგანი გაუმჯობესდა და განვითარდა. 

ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის ყველა ჯგუფში ჩატარებულ მატჩებს, რომ გადავხედოთ, შეიძლება ითქვას, წყალბურთი კიდევ უფრო სწრაფ და დინამიურ სპორტად გადაიქცა. გახშირდა მოთამაშეთა უნივერსალურობა, სიჩქარე და ფეთქებადობა.

ამ წელს შევძელით და მეხუთედ გავხდით საქართველოს ჩემპიონები, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადა უნივერსიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დინამო თბილისის 10-მდე მოთამაშე ირიცხება, რაც როგორც ნაკრების, ისე ჩვენი წარმატებაცაა. 

2023 წლის ოქტომბერში, ახალ სეზონზე ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დავასრულეთ ისე, როგორც რეალისტური და მოსალოდნელი იყო ჩვენი ჯგუფის სხვა გუნდების ხარისხის გათვალისწინებით. 

2024 წელს მარტში ასპარეზობას LEN Euro Cup-ზე გავაგრძელებთ, სადაც ჩვენი მიზნები, გეგმები და ამბიციები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, გუნდის ყველა წევრი თავის მაქსიმუმს გააკეთებს გასამართ მატჩებში.

 რიეკას პრიმორიე უზარმაზარი ტრადიციებით, წარმატებული შედეგებითა და დიდი მოთამაშეებით გამოირჩევა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ტრადიციას, მაგრამ ასევე, გვაქვს სურვილი, რომ ამ დუელში გამარჯვებულად გამოვიდეთ. მოვემზადებით, შევისწავლით მათ და ვეცდებით ამ დიდი გუნდის გაოცებას. 

#წლისმიმოხილვა #დინამოერთობაშია #გვიგულშემატკივრეთ